კუბლაშვილი ეუთოს ანგარიშს ეთანხმება

კუბლაშვილი ეუთოს ანგარიშს ეთანხმება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ეუთოს ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ ანგარიშში, სადაც საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლო ზეწოლაზე, ის სრულად იზიარებს ამ მოსაზრებას. კუბლაშვილის დარწმუნებულია, რომ პირველ რიგში ამ ყველაფერში თეა წულუკიანი იგულისხმება:

„ხელისუფლებისწარმომადგენლების მიერ ხშირად, ძალიან ხშირად იმ პერიოდში გაკეთებული საჯარო განცხადებები სასამართლოს და მოსამართლეების წინააღმდეგ, რომელიც არღვევდა და აკნინებდა, პირდაპირ ესე წერია, უდანაშაულობის პრეზუმფციას ამას გავლენა ჰქონდა რა თქმა უნდა სასამართლოზე. დასკვნაში როცა მოხსენიებულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები, აკეთებდნენ სასამართლოს წინააღმდეგ განცხადებებს და არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, პირველ რიგში სწორედ თეა წულუკიანი იგულისხმება დარწმუნებული ვარ“ აცხადებს კოტე კუბლაშვილი.