საპარლამენტო უმცირესობა, საქართველოს პრემირ-მინისტრის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გამოეყოს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურის და შს სამინისტროს გამიჯვნა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინა საარჩევნო დაპირება იყო, ორი წლის განმავლობაში ამ კუთხით არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა. მისი თქმით, „კუდს“, რომ „სუსს“ დაარქმევ ეს არ არის რეფორმა.
„არავითარი კონკრეტული სქემა არ შემოსულა, თავის დროზე ჰქონდათ მათ დაპირება , რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამსახურები გაემიჯნათ ერთამნეთისაგან, მაგრამ ნაბიჯი არ გადაუდგამთ ამ მიმართულებით. არავითარი რეფორმას ორი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია, „კუდს“, რომ „სუსს“ დაარქმევ ეს არ არის რეფორმა. ეხლა რამეს თუ აპირებენ არ ვიცი, ჯერ უნდა ინახოს და ამის კონცეპტუალური დასაბუთება უნდა იქნას შემოტანილი პარლამენტში, რომ განვიხილოთ რას აპირებენ ,“-განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.