შსს-დან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფის საკითხს აფასებენ დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრემიერის ინიციატივას მიესალმება და აცხადებს, რომ აუცილებელია ცამოყალიბდეს ახალი სამინისტრო, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნებს " მივესალმები რომ საქართველო პრემიერი არის საპროგრამო დაპირების ერთგული. უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სამინისტრო, რომელიც წარმოიშვება შინაგან საქმეთა სამინისტროს წიაღიდან, რომელსაც ფუნქციონალურად სხვა დატვირთვა ექნება და ის იზრუნებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და არა საზოგადოებრივ წესრიგზე ან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე",-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა