უსაფრთხოების სამსახურის შიანაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფა თვითმიზანი არ უნდა იყოს

უსაფრთხოების სამსახურის შიანაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფა თვითმიზანი არ უნდა იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფასტან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ეხმაურებიან. უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, მთავარია ძალოვანი სტრუქტურა ემსახურებოდეს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ვოლსკი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოყოფა თვითმიზანი არ უნდა იყოს.

„მთავარია სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას ემსახურებოდეს ძალოვანი სტრუქტურა, ეს არის მთავარი. თვითმიზანი, რომ აუცილებლად უნდა გაიყოს ან ერთად უნდა იყოს ეს არ არის სწორი მიდგომა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფაზე მსჯელობას გახსნილად აცხადებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის აუცილებლად შესრულდება.ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა არასამთავრობო სექტორს, პარლამენტს, ქართველ და უცხოელ ექსპერტებს - ჩაერთონ მსჯელობაში, რომელიც იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია და რომლის მიზანიც იქნება შემუშავდეს მაქსიმალურად კომფორტული მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ორი სისტემის განცალკევება.