ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხში მნიშვნელოვანი იქნება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ საკითხზე დადებით და უარყოფით მხარეებს შეაფასებს.
„ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ თემაზე იმუსავებს და დადებული იქნება დასკვნა, დადებითი და უარყოფითი მხარეები რა შეიძლება იყო. ამის შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.