"მნიშვნელოვანია ჯგუფი შეიქმნას, რომელიც შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე იმსჯელებს"

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს რფორმირების ინიციატივას იწონებს. კახა კალაძის განცხადებით, აუცილებელია სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურის გამოყოფის საკითხზე იმუშავებს და დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით შესაბამის მოდელზე გადაწყვეტილებას მიიღებს. “ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ინიციატივაა ის, რაც პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა. ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ამ თემაზე და როცა იქნება დადებული დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს ამ რეფორმის, ამის შემდეგ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება”,-განაცხადა კახა კალაძემ.