მანანა კობახიძე შსს-ს გაყოფას საჭიროდ მიიჩნევს

მანანა კობახიძე შსს-ს გაყოფას საჭიროდ მიიჩნევს

შსს-დან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფის საკითხს პარლამენტში აფასებენ, როგორც ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძემ აცხადებს, სისტემის რეფორმირება საჭიროა და აღნიშნული „ქართულ ოცნებას“ მის წინასაარჩევნო პლატფორმაშიც აქვს გაჟღერებული. „ამას სჭირდება დისკუსია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომელი მოდელი იქნება მისაღები ჩვენი ქვეყნისათვის. ეს რეფორმა საჭიროა,“- განაცხადა კობახიძემ, მისი განმარტებით, პარლამენტისთვის საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის არ მიუმართავთ, თუმცა ვიცესპიკერი ამბობს, რომ პროცესში საკანონმდებლო ორგანოდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომიტეტები იქნებიან ჩართული.