სოზარ სუბარი შსს-დან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფაზე

სოზარ სუბარი შსს-დან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფაზე

შსს-დან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფის საკითხს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული "ქართული ოცნების" წინასააწჩევნო დაპირებაა, რომელსაც ასრულებენ. "ამის მოწინააღმდეგე ერთადერთი ვინც ვიცი, იყო თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ეს გააერთიანა და ძალიან არასწორად გააერთიანა. სრულიად სხვადასხვა სპეციფიკაა, შესაბამისად, ის, რომ ესენი იყვნენ ცალ-ცალკე, არის სწორი“,-განაცხადა სუბარმა. ცნობისთვის, მთავრობა შსს-დან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფის საკითხის შესახებ მსჯელობას იწყებს.