„საქართველოს მართავს მთავრობა და მისი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილია“

„საქართველოს მართავს მთავრობა და მისი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილია“

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ირაკლი ალასანიას იმ განცხადებას პასუხობს, რომლითაც ალასანია ბიძინა ივანიშვილს ჩრდილიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მთავრობას რეალურად ის მართავს.

„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პრემიერი ფიქტიური მმართველია. საქართველოს მართავს მთავრობა და მისი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილია“, - განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან მართავს ქვეყანას.