„ODIHR-ის ანგარიშში პროკურატურას 4 რეკომენდაცია აქვს, კუბლაშვილს კი 40-მდე

„ODIHR-ის ანგარიშში პროკურატურას 4 რეკომენდაცია აქვს, კუბლაშვილს კი 40-მდე"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „ODIHR“-ის დასკვნაში რამდენიმე ტალღად მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმა წარმატებულადაა შეფასებული.

წულუკიანის თქმით, ანგარიშში დადებითი რაცაა, მოხსენიებული არ არის და ვერსად ვერ ამოიკითხავს ვერავინ, რომ საქართველოში მოსამართლეს ვიღაცისგან გარე ზეწოლა ემუქრება.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო უწყების ხელმძღვანელს მოუწევს აღიაროს, რომ სასამართლოს შიგნით პრობლემები ვერ მოაგვარა და ეს დასკვნაშიც ჩანს.

„სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელს მოუწევს აღიაროს, რომ შიგნით აქვს პრობლემები, ისეთი, როგორიცაა სასამართლოს ხელმძღვანელობისგან მოსამართლის დამოუკიდებლობაა. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ასევე, უნდა აღიაროს, რომ ანგარიშის მიხედვით მოსამართლეებს სჭირდებათ უნარ-ჩვევები, რომელიც არ აქვთ. სჭირდებათ პროფესიონალიზმის ამაღლება სისხლის სამართლის საქმეებში და აქვე ნათქვამია ის, რომ რეალურად ეს არ ცოდნა, თუ ცოდნის ნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ სასამართლო დარბაზში მხარეების უფლებები დაცული არაა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან დიდი იმედი მაქვს სასამართლოს სისტემის შიგნით ეს პრობლემები უკვე მომავალი ხელმძღვანელის პირობებში აღმოიფხვრება. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში პროკურატურას მხოლოდ 4 რეკომენდაცია აქვს, კუბლაშვილს კი 40-მდე. თავად განსაჯეთ ვისთან უფრო მეტი პრობლემაა“, - განაცხადა წულუკიანმა.