არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი უახლოეს დღეებში დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი შეიძენს თუ არა კვლევა ფართო მასშტაბებს.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი კოტე ფიცხელაური, რომელიც ექსპედიციას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ვარაუდის დადასტურების შემთხვევაში, აღმოჩენა უნიკალური იქნება, რადგან ის ქვეყნის ისტორიას მთლიანად შეცვლის.
პირველადი ვერსიით, ნაქალაქარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე X-XII საუკუნეების პერიოდს ეკუთვნის და ის შესაძლოა, უძველესი სახელმწიფოს დედაქალაქი ყოფილიყო, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის.
სპეციალისტებს ეჭვის საფუძველს სასახლის მასშტაბები, ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნასახლარები და სამარხები აძლევს.
რა დასკვნა გაკეთდება ე.წ. დიდნაურის ტერიტორიაზე ჩატარებულ კვლევებზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.