თეა წულუკიანის განმარტებით, ამნისტია იმ პირებს შეეხებათ, ვინც 2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმდა ავტობუსით მგზავრობისას.
მისივე თქმით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში 21 000 საქმე დევს, რომელიც პრაქტიკულად უიმედოა, რადგან დაჯარიმებული ადამიანების 50%-ზე მეტი ან პენსიონერია, ან სტუდენტი, ან უკიდურესად შეჭირვებული.
„მათ არ გააჩნიათ შესაძლებლობა, ეს ჯარიმები დაფარონ და პრაქტიკულად, ჩვენ ეს საქმეები უიმედო საქმეების რიცხვში გვაქვს. ვინც დღემდე ავტობუსში დაჯარიმებულა და არ აქვს გადახდილი, საახალწლოდ მთავრობამ გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ ამნისტია. ეს ალბათ, მრავალ მოქალაქეს გაუხარდება. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა მთავრობამ ერთსულოვნად გაიზიარა და კანონპროექტი პარლამენტში გაიგზავნა“, - განაცხადა წულუკიანმა.