„ალასანია ივანიშვილის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნების „მოთხოვნით", ღარიბაშვილს „ასამარებს", როგორც პოლიტიკურ ფიგურას, რაც დაუშვებელია ივანიშვილ-ღარიბაშვილის პოლიტიკური გუნდისათვის!
არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, ყველაზე გონიერი ნაბიჯი იქნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დარჩეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა ჩაიბაროს და მოამზადოს პარტიული ორგანიზაცია, რათა დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში!.." - წერს კირვალიძე.