ჯოშუა კუცერა,“Eurasianet”
ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო სფეროში საქართველოსთან ურთიერთობის „ნორმალიზებას“ ვაშინგტონის და თბილისის ურთიერთობაში არაფერს შეცვლის, განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. ორშაბათს, უცხოური პრესისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა რუსი ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ შეკითხვას უპასუხა:
„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა უსაფრთხოების სფეროში, რაც დიდწილად ფოკუსირებულია განათლების და (სამხედრო) წრთვნის საკითხებზე, ასევე ავღანეთში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობაზე. საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც მისი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ოპერაციაში – ამ მაჩვენებლით ის პირველ, თუ მეორე ადგილზეა. მათ ჰყავთ მსხვერპლი, ამ დღეებშიც კი. და ეს ხაზს უსვამს იმ რისკებს, რომელსაც ისინი იღებენ საკუთარ თავზე ჩვენი საერთო საქმისთვის, იცავენ რა საერთო უსაფრთხოებას და ჩვენ ამ ბაზაზე განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას“.
„რაც შეეხება შეიარაღების კონკრეტულ მიწოდებებს, ჩვენ ზუსტად ისე ვიმოქმედებთ, როგორც ამას სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ვაკეთებთ: თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურ რეჟიმში განვიხილავთ, უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით. მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში ყველა მიმართულებით“.
ეს დამატებით განმარტავს პრეზიდენტ ობამას წერილობით განცხადებას, რომელიც მან იმ დოკუმენტის ხელმოწერის დროს გააკეთა, რომელშიც განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის იგნორირებას გეგმავს. გამოცემა Civil.ge-მ, გორდონის განცხადებების გაშუქებისას, აღნიშნა, რომ ის ემთხვევა იმას, რასაც ადრე ობამას ადმინისტრაცია აცახდებდა.
„როგორც ეს აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებებიდან ჩანს, რომელიც მათ გასული სამი წლის განმავლობაში გააკეთეს, ვაშინგტონი დიდწილად ორიენტირებულია განათლებასა და წრთვნაზე, რათა გაძლიერდეს ქართული არმიის უნარები მანამ, სანამ მომავალში შეიარაღების მიყიდვა დაიწყება. როგორც ეს ნათქვამია WikiLeaks-ზე გამოქვეყნებულ აშშ-ს ერთ-ერთ საიდუმლო დიპლომატიურ წერილში (ის 2009 წლის დეკემბრით არის დათარიღებული), ვაშინგტონმა აქცენტები შეცვალა და მნიშვნელოვანი რესურსები განათლებისკენ მიმართა. წერილში ეს მიდგომა ფასდება, როგორც „ჭკუა, ვიდრე უხეში ძალა“.
„როგორც არაოფიციალურად, როგორც ეს არაერთგზის დასტურდება კონფიდენციალური დიპლომატიური მიმოწერით, ასევე საჯაროდ, საქართველოს ოფიციალურ პირებს მრავალჯერ განუცხადებიათ, რომ თბილისს ანტისაჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა უნდა. ერთ-ერთ დიპლომატიურ წერილში, რომელიც 2010 წლის თებერვლით თარიღდება, ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის შიშით, საქართველოს მთავრობა „მეტისმეტადაა ფოკუსირებული შეიარაღების შეძენაზე“.
პრესკონფერენცია გასულ კვირაში ვაშინგტონის მიერ აშშ-ს ახალ სამხედრო სტრატეგიაზე გამოქვეყნებული დოკუმენტის განმარტების მიზნით დაინიშნა. დოკუმენტში ფაქტობრივად არაფერი კონკრეტული არ არის ნათქვამი საქართველოზე ან სხვა რომელიმე რეგიონზე:
„ევროპის და ევრაზიის ზოგიერთ რეგიონში რჩება უსაფრთხოების სფეროს პრობლემები და მოუგვარებელი კონფლიქტები, და აშშ-მ უნდა განაგრძოს თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. აშშ ძველებურად დაინტერესებულია ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერასა და ნატოს ძლიერებასა და სიცოცხლისუნარიანობაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპასა და მის საზღვრებს მიღმა… გარდა ამისა, კვლავ მნიშვლოვანია რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება და ჩვენ განვაგრძობთ უფრო ახლო კავშირების დამყარებას საერთო ინტერესების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ კვლავ მოვიწოდებთ რუსეთს, რომ მან, როგორც პროცესის მონაწილემ საკუთარი წვლილი შეიტანოს საკითხთა ფართო წრეში“.
აქ ცოტა არ იყოს რთულია ქვეტექსტების ამოკითხვა, მაგრამ როდესაც ერთ წინადადებაში ერთმანეთის გვერდითაა „მოუგვარებელი კონფლიქტები“ და „ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფების ცუდად შენიღბულ მხარდაჭერას გავს. იმას, რომ ამ პროექტისადმი ინტერესი განახლდა, სხვა ფაქტებიც ადასტურებს. ვნახოთ, რა მოხდება მოახლოებულ ნატოს სამიტზე ჩიკაგოში.
foreignpress.ge
777
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85