პრეზიდენტი საკუთარ ვერსიას პარლამენტს ხვალ 10 საათზე წარუდგენს

პრეზიდენტი საკუთარ ვერსიას პარლამენტს ხვალ 10 საათზე წარუდგენს

ხვალინდელ სხდომაზე უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად შეიკრიბება. გიორგი მარგველაშვილის ალტერნატიულ წინადადებებს საკანონმდებლო ორგანოში მისი საპარლამენტო მდივანი 10 საათზე წარადგენს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ პრეზიდენტს ერთი კვირა აქვს ხელმოწერისა და გამოქვეყნებისათვის. ამის შემდეგ კი ეს ვალდებულება პარლამენტის თავმჯდომარეზე გადადის.