დოკუმენტის გაცნობის გარეშე, შეუძლებელია გარკვევა როლების როგორ განაწილებას სთავაზობს პრეზიდენტი

დოკუმენტის გაცნობის გარეშე, შეუძლებელია გარკვევა როლების როგორ განაწილებას სთავაზობს პრეზიდენტი

წერილობითი დოკუმენტის გაცნობის გარეშე შეუძლებელია იმის გარკვევა, როლების როგორ განაწილებას სთავაზობს პრეზიდენტი პარლამენტს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა განუცხადა.

მისივე თქმით, უნდა დაველოდოთ ერთი მხრივ, წერილობით დოკუმენტს და მეორე მხრივ, პარლამენტის გადაწყვეტილებას.

"წერილობითი დოკუმენტის გაცნობის გარეშე შეუძლებელია იმის გარკვევა თუ სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ინსპექტორს შორის, როლების როგორ განაწილებას სთავაზობს პრეზიდენტი პარლამენტს. სერიოზული პრობლემაა ვაკუუმი, რომელიც 1-ელ დეკემბერს შეიძლება შეიქმნას. ამიტომ უნდა დაველოდოთ ერთი მხრივ, წერილობით დოკუმენტს და მეორე მხრივ, პარლამენტის გადაწყვეტილებას", - განაცხადა თამარ ქალდანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს.

ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული ვარიანტის თანახმად, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, თუმცა პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი, რჩება პროცესზე ზედამხედველობის უფლება.