პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს დღის ბოლომდე გადაეგზავნება

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს დღის ბოლომდე გადაეგზავნება

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს დღის ბოლომდე გადაეგზავნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, თავად ქუთაისში ხვალ დილით ჩავა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს.

ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული ვარიანტის თანახმად, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, თუმცა პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი, რჩება პროცესზე ზედამხედველობის უფლება.