ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, რა მოდელზე საუბრობს პრეზიდენტი

ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, რა მოდელზე საუბრობს პრეზიდენტი

ჩემი ამოცანაა გავიგო, რა წერია იმ ტექსტში, რომელსაც პრეზიდენტი ახლა წერს, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ფარულ მოსმენებთან დკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხს ეკა ბესელია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა მოდელზე საუბრობს პრეზიდენტი.

"მე მეგონა, რომ ჯერ დაწერა და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო და არა პირიქით. ამიტომ ვცდილობ, მოვიპოვოთ, რა დაწერა, რომ გავიგოთ კარგად და ჩემი კომპეტენტური აზრი შემდეგ გამოვხატო. რაც მოვისმინე პრესკონფერენციით, პრეზიდენტისგან გავიგე ის, რომ მოდელს, რომელიც შევთავაზეთ პარლამენტს და მივიღეთ, ალტერნატივა არ აქვს. ველოდები, რას დაწერს და იქნებ წერის პროცესი დროულად დასრულდეს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დოკუმენტი რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, არ მოსულა", - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.