პრემიერის ინიციატივით, ემიგრანტების მოთხოვნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პრემიერის ინიციატივით, ემიგრანტების მოთხოვნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოეთში მცხოვრები ქართველების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პირველადი მოქალაქეობის საკითხს ეხება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ქართველი ემიგრანტების საკანონმდებლო ინიციატივით დაინტერესდა.

მისი განცხადებით, შეიქმნება შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და კონსულტაციები გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში.

ქართველი ემიგრანტების წერილი რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა. ისინი ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნებასა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვენ.