ჩვენ მკაცრად დავიცავთ ჩვენს პოზიციას და თუ საჭიროა, ხვალაც გავაგრძელებთ სხდომას

ჩვენ მკაცრად დავიცავთ ჩვენს პოზიციას და თუ საჭიროა, ხვალაც გავაგრძელებთ სხდომას

უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ვეტოდადებული კანონპროექტი პარლამენტში დროზე გადააგზავნოს. როგორც საგანელიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, უმრავლესობა თავის პოზიციაზე დარჩება და ვეტოს დაძლევას შეეცდება.

,,სავარაუდოდ, დღის წესრიგში არ გვექნება ის საკითხები, რომელიც ბოლოს გაჩნდა, საუბარი მაქვს პრეზიდინტის ვეტოზე. მინდა ვთხოვო პრეზიდენტს, რომ ველოდებით დოკუმენტს, რომელიც იმედი მაქვს წარმოდგენილი იქნება დღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა ალბათ მოგვიწევს. მე გუშინაც გავაკეთე ამის შესახებ განცხადება. გამომდინარე მისი წინა ვეტოდან, ჩვენ დროში გვქონდა საშინელი დეფიციტი. ჩვენ მხოლოდ პირველ დეკემბრამდე გვქონდა ვადა და მივიღეთ კიდეც ეს საკითხი, ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ. გუშინვე გადავუგზავნეთ დოკუმენტი პრეზიდენტს და გუშინვე გვითხრეს, რომ თითქოს იქნებოდა პასუხიც, თუმცა ეს დოკუმენტი კიდევ არ ჩანს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო პრეზიდენტს, რომ გამოგვიგზავნოს ვეტოდადებული დოკუმემენტი. მან უკვე გააკეთა განცხადება ვეტოზე და იმედი მაქვს, რომ მისი განცხადება დოკუმენტშიც იქნება ასახული. როგორც ჩვენ გავიგეთ, ახლა იწერება შენიშვნები, რაც ჩემთვის გაუგებარია. ამიტომ მინდა ვთხოვო, რომ დროზე გამოგვიგზავნოს დოკუმენტი. ჩვენ მკაცრად დავიცავთ უმრავლესობა ჩვენს პოზიციას და თუ საჭიროა ხვალაც გავაგრძელებთ სხდომას", -განაცხადა დავით საგანელიძემ სხდომაზე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს.

ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული ვარიანტის თანახმად, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, თუმცა პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი, რჩება პროცესზე ზედამხედველობის უფლება.