შალვა შავგულიძე ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს

შალვა შავგულიძე ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს. 

შესაბამისი განცხადება შავგულიძემ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, დაუჭერენ თუ არა "თავისუფალი დემოკრატები" მხარს პრეზიდენტის ვეტოს.

"არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. ჩვენ შევათანხმებთ პოზიციებს. სუბიექტურად ჩემს მოსაზრებას გეტყვით, რომ პრეზიდენტის შენიშვნებს მე არ ვიზიარებ", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დეპუტატი პრეზიდენტის იმ მიდგომას არ იზიარებს, რომლის მიხედვითაც ორიდან ერთი ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა დარჩეს.

"ვეტოს შინაარს ვერ ვიზიარებ იმ ნაწილში, სადაც პრეზიდენტი შესაძლებლად მიიჩნევს შსს-ში დარჩეს ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა - ე.წ. გასაღები. შსს დღეს არის სამართალდამცავი ორგანო, მას გააჩნია ყველაზე მეტი პროფესიული ცდუნება და ინტერესი მოიპოვოს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია, შესაბამისად, გასაღების მის ხელში დატოვება გაუმართლებელია. უცხოეთში არ არის ე.წ. გასაღები სამართალდამცავების ხელში, იქ ეს აქვთ ან უშიშროების სამსახურებს ან ისეთ შსს-ს, რომელიც სამოქალაქო ფუნქციის მატარებელია და არა საგამოძიებოს. რაც შეეხება იმას, რომ მეორე ე.წ. გასაღები გადავიდეს სასამართლოს ხელში, ეს სრულიად ლოგიკურია და ამ მიმდგომას გავიზიარებ და ვეთანხმები. აქ სასამართლოს ფუნქციის არავითარი გადამეტება სახეზე არ არის", - აღნიშნა დეპუტატმა.