"თავისუფალი დემოკრატები" ვეტოს დაძლევის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ

ვეტოს დაძლევის საკითხის განხილვაში "თავისუფალი დემოკრატები" მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ ექნებათ, ვიდრე პრეზიდენტის არგუმენტირებულ შენიშვნებს არ ნახავენ. 

"კონრეტულ დეტალებზე და პოზიციაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე არ იქნება დოკუმენტი. ეს დოკუმენტი კარგად უნდა შევისწავლოთ, რადგან გვაინტერესებს, პრეზიდენტი რას ამყარებს საკუთარ არგუმენტირებულ პოზიციას. რაც შეეხება ვეტოს დაძლევას, ჩვენ თავის დროზე არ ვუჭერდით ამ კანონს მხარი და არც ვეტოს დაძლევაში მივიღებთ მონაწილეობას. "თავისუფალი დემოკრატებს" არერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არცერთი გასაღები არ იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროში"-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან.