თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე

თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს დადგენილ ვადაში ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. გუშინ, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მხარდაჭერისგან, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თავი შეიკავა. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. 

ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული ვარიანტის თანახმად, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, თუმცა პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი, რჩება პროცესზე ზედამხედველობის უფლება. 

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დღევანდელი კონსტიტუციით გამარტივებულია, პარლამენტს ამისთვის 76 ხმა სჭირდება. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კი, რაც პირვანდელი კანონპროექტის კენჭისყრას გულისხმობს, მის მისაღებად საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი - ანუ 76 ხმა.