დავით ბერძენიშვილი - ჩვენ არ ვართ განწყობილი ვეტოს დასაძლევად

დავით ბერძენიშვილი - ჩვენ არ ვართ განწყობილი ვეტოს დასაძლევად

ჩვენ არ ვართ განწყობილი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, მაგრამ როგორი იქნება "რესპუბლიკელების" პოზიცია, გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ვნახავთ, უშუალოდ რას გვთავაზობს პრეზიდენტი გასაზიარებლად, - ასეთი კომენტარი გააკეთა დავით ბერძენიშვილმა გიორგი მარგველაშვილის მიერ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტზე ვეტოს დადების შესახებ. 

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ აკმაყოფილებდა და ვეტოს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. 

"პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებებს ინტერესების დაცვას საკმარისად. ამიტომ, როგორც გავიგეთ, მან გასაღები სასამართლოში გადაიტანა. პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი წინასწარ აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებოდნენ, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. ჩვენი პოზიცია კი ნიშნავდა იმას, რომ გასაღები შსს-დან უნდა გავიდეს. თუ რას გვთავაზობს პრეზიდენტი, ამას დოკუმენტის შესწავლის შემდეგ ვნახავთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა.