ბოლო ორ დღეში, საქართველოში საკვები პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო ობიექტებში განუცხადეს, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა. ერთი ტომარა წიწიბურა 10-12 ლარით გაძვირდა, მაგალითად, თუ ტომარა აქამდე 25-26 ლარი ღირდა, ახლა 36-37 ლარი ღირს. გაძვირებულია შაქარიც. ერთი ტომარა შაქარი 61 ლარიდან 64 ლარამდე გაძვირდა. ყველა სახის ბურღულეულის ფასმა კილოგრამზე თითო ლარით მოიმატა.
10 თეთრიდან 20 თეთრამდე გაძვირდა შესქელებული რძე და თუ ღირდა 1,50 ლარი, ახალი ფასი 1,65 ლარია. ყველა დასახელების კარაქი 5-დან 10 თეთრამდე გაძვირდა.
რაც შეეხება რძის პროდუქტებს, ფასი თითქმის არ შეცვლილა.
სავაჭრო ობიექტებში ფასების ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.