რუსეთის დუმის დეპუტატი ალექსეი პუშკოვი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სთავაზობს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნოს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა "ტვიტერზე" დაწერა.
"სიახლე პოროშენკოსგან! უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრობაზე პრეტენზიას აცხადებს სააკაშვილის თანამებრძოლი. და რატომ არ შეიძლება პრემიერად სააკაშვილის დანიშვნა?",- წერს პუშკოვი.
ორი დღის წინ გავრცელა უკრაინული სააგენტო "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაცია, რომ უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ეკატერინე ზღულაძის კანდიდატურა განიხილება; სააკაშვილის მთავრობის იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა შესთავაზეს.