ფინეთის პარლამენტმა კენჭი უყარა გადაწყვეტილებას, ქვეყანაში ერთსქესიანი ქორწინების რეგისტრაციის დაშვებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ამ დრომდე, ქვეყანაში ჰომოსექსუალ წყვილს შორის დაშვებული იყო "დარეგისტრირებული პარტნიორობა", მაგრამ ქორწინება ოფიციალურად აკრძალული იყო.
ამგვარად, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ფინეთი ევროპის მე-12 ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანი ქორწინება ოფიციალურად დაშვებულია.