გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრა

გერმანიამ უკრაინას პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება. 

"უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხი აღნიშნულ კონფლიქტში არც კი განიხილება", - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე კრისტიანე ვირცმა. 

რაც შეეხება უკრაინის კონკრეტულ მოთხოვნას დიზელის ძრავების შესახებ, ვირცის ინფორმაციით, ეს მოთხოვნა განხილვის ეტაპზეა. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში არსებული კრიზისის დეესკალაციისთვის. 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა გერმანიის ხელისუფლებას იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებითაც სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავთ, დიზელის ძრავების მიწოდება სთხოვა, რათა უკრაინა მოწინააღმდეგის მიერ ზამთარში განსახორციელებელი შეტევისთვის მოემზადოს.