პარლამენტმა

პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

36 მომხრე, 33 წინააღმდეგი, დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს უმცირესობის რეზოლუცია, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით "ნაციონალების" მიერ მომზადდა.

საპარლამენტო უმცირესობის რეზოლუციის პროექტი 11 პუნქტიანი იყო და როგორც პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, დოკუმენტი არასამთავრობოებთან თანამშრომლობით მომზადდა.