პრეზიდენტს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე ხელმოსაწერად ათდღიანი ვადა აქვს

პრეზიდენტს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე ხელმოსაწერად ათდღიანი ვადა აქვს

პრეზიდენტს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე ხელმოსაწერად ათდღიანი ვადა აქვს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი სწორედ 10 დღის ვადაში აწერს ხელს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან უბრუნებს.

ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. პირველ დეკემბერს იწურება ვადა, როცა შს სამინისტროს ფარულ მოსმენა-მიყურადების ელექტროსაკომუნიკაციო საშუალებებზე პირდაპირი წვდომის კანონიერი უფლება აქვს. პარლამენტი მის მიერ მიღებული კანონპროექტით შს სამინისტროს "ოტოს" სამსახურს ამ უფლებას უტოვებს, თუმცა თუკი პრეზიდენტი პირველ დეკემბრამდე დარჩენილ დროში ხელს არ მოაწერს და არ გამოაქვეყნებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, შს სამინისტროს ფარული მოსმენების საშუალებებზე კანონიერი წვდომის უფლება არ ექნება.

სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით საგანგებო განცხადება გააკეთა და მიმართა, რომ მან პირველ დეკემბრამდე მოაწეროს კანონს ხელი და გამოაქვეყნოს, ხოლო თუკი ის ვეტოს დადებას აპირებს, დღესვე დაადოს ვეტო, რადგან მმართველმა უმრავლესობამ პირველ დეკემბრამდე დარჩენილ დროში ვეტო დაძლიოს.