აკაკი ბობოხიძე მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭიროს

აკაკი ბობოხიძე მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭიროს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში , დეპუტატის თქმით, საქართველო დამარცხებული ქვეყნის მხარეს აღმოჩნდება.

როგორც ბობოხიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს მთელი მსოფლიო მუშაობს იმაზე, რომ რუსეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგეს.

"მინდა გავაფრთხილო ქართული ემიგრაცია რუსეთში - ჩვენ უზარმაზარი დარტყმა მივიღეთ, როდესაც საბერძნეთი ეკონომიკური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. დღეს მთელი მსოფლიო მუშაობს იმაზე, რომ რუსულ ეკონომიკას მიადგეს სერიოზული ზიანი. მალე მიადგება ზიანი და საქართველო თავისი პოლიტიკით დამარცხებული ქვეყნის მხარეს აღმოჩნდება. რუსეთის მოქალაქეებისთვის იქნება ცხოვრება შეუძლებელი და საქართველოში რუსეთიდან გზავნილები შემცირდება. ქვეყანამ მოწინავე, ცივილიზებული ქვეყნების გვერდით უნდა დაიკავოს ადგილი. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა რისი გადამწყვეტები ხართ, 20 კაცი დარჩით ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს დარბაზში", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ სხდომაზე.