თუ პრეზიდენტი ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა მას დაძლევს

თუ პრეზიდენტი ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა მას დაძლევს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ დღეს მიღებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა მას დაძლევს.

როგორც საგანელიძემ განაცხადა, უმრავლესობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი პოზიცია. "არსებობს გარკვეული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს მიღებული გადაწყვეტილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. ეს მისი გადასაწყვეტია. თუ იგი აპირებს ვეტოს დადებას ამ საკითხზე, პარლამენტს, მის უმრავლესობას, მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ დაიცვას მისი პოზიცია და აღნიშნულ ვეტოს დავძლევთ", - აღნიშნა საგანელიძემ.

საგანელიძე მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ თუ ვეტოს დადებას აპირებს, ეს რაც შეიძლება მალე, თუნდაც დღესვე გააკეთოს. "მოვუწოდებ პრეზიდენტს, რომ თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს ვეტო დაადოს სწრაფად, დღესვე, ვთქვათ, რომ ჩვენ ხვალვე გვქონდეს დრო ამ ვეტოს დაძლევისთვის", - განაცხადა საგანელიძემ.