"მისტრალიდან" კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს

რუსული მედია ფრანგულ გამოცემა "Le Dauphine"-ზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთისთვის გადასაცემ ვერტმფრენმზიდ "მისტრალიდან" კომპიუტერული აღჭურვილობის დაკარგვის საქმეზე.

სენ-ნაზერის პროკურორის ფაბიერ ბონეს განცხადებით, მოპარულია სერვერები, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.

არსებული ინფორმაციით, პროგრამული აღჭურვილობა, რომელიც გემზეა დამონტაჟებული, უნიკალურია და მხოლოდ ამ ვერტმფრენმზიდზე მუშაობისთვის არის განკუთვნილი. გამოძიებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

გამოცემის ინფორმაციით, მოპარვის ფაქტის შესახებ 25 ნოემბერს გახდა ცნობილი, თუმცა, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ის შესაძლოა, 18 ნოემბერს მომხდარიყო.