ფოთის ახლად აშენებულ თეატრში წყალი ჩავიდა

ფოთის ახლად აშენებულ თეატრში წყალი ჩავიდა

ფოთის ახლად აშენებულ თეატრში წყალი ჩავიდა. სცენა, ფოიე და შენობის სარდაფი წყალმა დაასველა. თეატრის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კი პასუხისმგებლობას იმ კომპანიას აკისრებს, რომელმაც ფოთის თეატრი ააშენა. ფოთის მერის მოადგილე ნიკა გრიგოლია "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ შპს "კუნძულს" ვალდებულება აქვს დაკისრებული და პრობლემას ისინი უმოკლეს ვადებში აღმოფხვრიან.

ფოთის თეატრი 9 წლის განმავლობაში შენდებოდა და მაისში გაიხსნა.