პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს ხმა 74 დეპუტატმა მისცა, ხოლო პროექტის წინააღმდეგ 45 დეპუტატი წავიდა.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩება, თუმცა, ამოქმედდება ე.წ. ორდონიანი სისტემა- ე.წ. ორი გასაღები, რომელთაგან ერთი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხი დღეს მესამე მოსმენითაც უნდა მიიღონ. ამიტომ პარლამენტში ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 16:15 საათზე ბიუროს სხდომა, ხოლო შემდეგ პლენარული სხდომა ჩატარდება