პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა გენერალ პატრიკ დე რუზიეს პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ ეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ინტენსიფიკაციის კიდევ ერთი დადასტურებაა

პრემიერის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი შეუქცევადია, რადგან ის არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებასა და ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოების პარალელურად საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მჭიდრო ურთიერთობას ნატო-სთან და უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.