„მექანიზმი გვაქვს უპრეცედენტო, რაც არ ხდებოდა სააკაშვილის დროს“

„მექანიზმი გვაქვს უპრეცედენტო, რაც არ ხდებოდა სააკაშვილის დროს“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, თუ ე.წ. ხელშეკრულება ოკუპირებულ ცხინვალთანაც გაფორმდება, ის აფხაზეთის მსგავსად უკანონო იქნება.

ზაქარეიშვილის თქმით, ეს დოკუმენტი მსოფლიოს მიერ ისევე იქნება აღქმული, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის შემთხვევაში.

„ამაზე ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ცხინვალიდან და თანაც ვარაუდის დონეზე, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ეს განხორციელდეს, რაც ისეთივე უკანონო იქნება და არავითარი საფუძველი არ ექნება, როგორც აფხაზეთის შემთხვევაში. ეს მსოფლიოს მიერ აღქმული იქნება, როგორც აბსოლუტურად არარსებული დოკუმენტი, ისევე, როგორც იყო აფხაზეთის მიმართ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება მექანიზმებს, მინისტრის თქმით, ყოველ ხელშეკრულებაზე მთელი მსოფლიოა ჩართული, რაც აქამდე არასდროს ყოფილა.

„მექანიზმი არის უპრეცედენტო, რაც ხდება ჩვენი ხელისუფლების მიერ და არ ხდებოდა სააკაშვილის დროს. ანუ, ყოველ ხელშეკრულებაზე ჩართული გვყავს მთელი მსოფლიო, რაც სხვა დროს არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.