თუ მეტყვით, რომელ ევროპულ ქვეყანაშია ასეთი შსს-ს, გავჩერდები

თუ მეტყვით, რომელ ევროპულ ქვეყანაშია ასეთი შსს-ს, გავჩერდები

პარლამენტის თავმჯდომარემ ფარული მოსმენების "გასაღების" თემაზე წარდგენილ პროექტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რომ ვიღაცას შსს-ს გაძლიერება, ხოლო ვიღაცას უწყების დასუსტება სურს, "სპეკულაცია" და "უსაგნო საუბარი" უწოდა.

დავით უსუფაშვილმა კოლეგებს გაახსენა, უწყების როგორ გარდაქმას გეგმავდა "ქართული ოცნება" არჩევნების წინ და როგორია შსს-ს არსებული სისტემა. მისი თქმით, საჭიროა სისტემის გარდაქმნა ისე, როგორც ამას საზოგადოებას კოლიცია "ქართული ოცნება" დაპირდა.

"არის არგუმენტები, რომ არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც ე.წ. გასაღები შსს-შია მოთავსებული. ყველას ვთხოვ კარგად ჩახედოს, როგორია იმ ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროები და შევადაროთ, რაც გვაქვს დღეს – სამწუხაროდ ის, რაც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით გვერგო. პოლონეთში შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებს ატარებს, საარჩევნო კომისიების როლს ასრულებს, თვითმმართველობებს განაგებს. იმ სამინისტროში არ არის დაზვერვის და კონტრდაზვერვის უწყებები. ჩვენ, ჩვენს პროგრამაში ვწერთ, ამჟამად შსს-ს მხოლოდ უშიშროების სამსახურებთან არის გაიგივებული და საპოლიციის და უშიშროების სამსახურების შერწმით უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე უწყება შეიქმნა, რომელიც ფაქტობრივად არავითარ კონტოლს არ ექვემდებარება. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობდით, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადარქმა საშინაო საქმეთა სამინისტროდ და სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბება, რომელიც მმართველობას განახორციელებს საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან სფეროებში; საჭიროა პოლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი მექანიზმებით უზრუნველყოფა. აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გამოიყოს უშიშროების სამსახურები და შეიქმნას ერთიანი დამოუკიდებლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, ფორმით, ოპტიმალური კვალიფიციური თანამშრომლებით; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი უნდა ამტკიცებედეს, სახელწიფოს უმაღლესი პირის წარდგინებით. შსს-ს დებულებით, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ არის მიღებული, შსს არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი გამსამხედროებული სამართალადამცავი დაწესებულებების სისტემა. თუ მეტყვით, რომელ ევროპულ ქვეყანაშია ასეთი შსს-ს მაშინ გავჩერდები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, გასამხედროებული უწყება მსოფლიოს ორ-სამ ქვეყანაშია დარჩენილი.

დავით უსუფაშვილმა განცხდება ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" სახელით გააკეთა.