ვის უნდა მოვკითხოთ პოლიტიკურად, რა ხდება პროკურატურაში და როგორ მიდის საქმე

ვის უნდა მოვკითხოთ პოლიტიკურად, რა ხდება პროკურატურაში და როგორ მიდის საქმე

მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენ რაღაცეები შეგვეშალა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია "რესპუბლიკელების" სახელით სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით ბევრმა დეპუტატმა აღმოაჩინა, რომ იუსტიციის მინისტრი, რომელსა ვითომდა ეს უწყება ფორმალურად ექვემდებარება, ყველაზე ნაკლებად ინფორმირებული აღმოჩნდა.

"ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი საკითხის დროს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს რომ ეხებოდა, ძალიან ბევრმა ერთად აღმოვაჩინეთ, რომ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ვითომდა ეს უწყება რაღაცნაირად ფორმალურად ექვემდებარება, ყველაზე გვიან ინფორმირებული აღმოჩნდა. მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენ რაღაცეები შეგვეშალა ამ თვალსაზრისით. იქ ადეიშვილზე შეშინებულმებმა, რომ იუსტიციის მინისტრი არასწორად მართავდა პროკურატურას და იმან დააქცია ძალიან ბევრი რამ, აქეთ პრაქტიკულად გავწყვიტეთ ხაზი მინისტრსა და პროკურატურის უწყებას შორის. მივიღეთ სერიოზული პრობლემები. ვის უნდა მოვკითხოთ პოლიტკურად,  რა ხდება ამ უწყებაში და როგორ მიდის საქმე. არათუ კონკრეტულ საქმეში ვინ დაიჭირეს და ვინ გაუშვეს, არამედ საერთოდ რა ხდება. სამაგიეროდ დარჩა სხვა რამ. მე მინდა, თქვენთან ერთად მოვიკთხო და გავარკვიო რა ხდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.