ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. პროცესი 15 დეკემბერს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

პროცესის დასრულების შემდეგ დაცვის მხარის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეს დაურთავენ იმ ვიდეომტკიცებულებას, რომელიც მათ მოიპოვეს. კერძოდ, რობაქიძის მკვლელობის დღეს ირაკლი ფარცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელზეც დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ავთენტურია და ვიდეოჩანაწერი უწყვეტ რეჟიმშია გადაღებული.

ბრალდების მხარემ კი განაცხადა, რომ ამ საქმეზე ბრალდებულების ბრალეულობას დაამტკიცებს. ერთ-ერთი ბრალდებულის, გურამ დონაძის განცხადებით, მას დასამალი არაფერი აქვს.

როგორც გურამ დონაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი მისი ბრალეულობა იარსებებდა, იგი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.