დავით უსუფაშვილი:  ერთად ვიყოთ, როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით

დავით უსუფაშვილი: ერთად ვიყოთ, როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით

როდესაც უმრავლესობაში შემავალი დეპუტატები ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, ხმას აძლევენ განსხვავებულად, აქ ხდება ის , რომ იბადება პარლამენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "რესპუბლიკელების" სახელით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში ერთი და იგივე საკითხზე ორი კანონპროექტი იქნა ინიცრებული უმრავლესობის მხრიდან.

"დაიქცა ქვეყანა, თუ აშენდა დემოკრატია საქართველოში, არც ერთი არც მეორე. აჟიოტაჟი შევნიშე ბევრგან აი, ხომ არ არის ის დრო, ის მომენტი, როცა რაღაცა ხდება? არა ბატონებო, არ არის ეს ის დრო. "რესპუბლიკელებმა" ამ კოალიციაში გაერთიანებით ავიღეთ პასუხისმგებლობა ხალხის, მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი პარტნიორების წინაშე, რა არის ეს, პასუხსიმგებლობა? ეს არის არა ჩვენი ძმობა და მეგობრობა, არამედ ის, რაზეც შევთანხმდით, ხოლო ის რისთვისაც შევთანხდით ასახულია კოალიციის დეკლარაციაში, კოალიციის წინასაარჩევნო საარჩევნო პროგრამაში და აქ ვრჩებით ჩვენ მაშინაც, როცა შესაძლოა, განსხვავებული ხედვები გვქონდეს ამა თუ იმ საკითხზე. ეს თემა დახურულად გამოვაცხადოთ და გავარგძელოთ ასე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც უმრავლესობაში შემავალი დეპუტატები ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, ამაში განსაკუთრებული არფერია.

"როდესაც უმრავლესობაში შემავალი დეპუტატები ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ და ხმას აძლევენ განსხვავებულად, აქ ხდება ის, რომ იბადება პარლამენტი და საქართველოში სრულდება საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს ეპოქა, როდესაც სხვა წყვეტდა ყველაფერს და დარბაზში ნოტარიულად უნდა გაფომრებული ყველაფერი. ამ თვალსაზირისთ არის სერიოზული წინსვლა და ეს ასე გაგრძელდება. ხვალ იქნება საკითხები, რომელბზეც განსხვავებული აზრი გექნებათ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჭკუით ვიქნებით და ერთად ვიყოთ, როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ეს არის პოლიტიკური ერთად ყოფნა", - განაცხადა უსუფაშვილმა.