ხმალაძის პროექტით წარმოდგენილი მიდგომა არის სწორი და, ადრე თუ გვიან, ჩვენ მას მივიღებთ

ხმალაძის პროექტით წარმოდგენილი მიდგომა არის სწორი და, ადრე თუ გვიან, ჩვენ მას მივიღებთ

მჯერა, რომ ვახტანგ ხმალაძის პროექტით წარმოდგენილი მიდგომა არის სწორი და, ადრე თუ გვიან, ჩვენ მას მივიღებთ, - აღნიშნული განცხადება ფარული მოსმენების საკითხზე დავით უსუფაშვილმა პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" სახელით გააკეთა.

"მინდა ყველამ იცოდეს: კოალიციის მომხრეებმა, მოწინააღმდეგეებმა, კოალიციის წევრებმა, პარტნიორებმა – "რესპუბლიკელთა" ფრაქციამ დაიცვა ყველა წესი და ნორმა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით იმ ფორმატებში, რაც არის კოალიციის შიგნით. რატომ მივეცი ხმა ვახტანგ ხმალაძის პროექტს და არ მივეცი ხმა ბესელია–ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს – იმიტომ რომ მჯერა, ის მიდგომა არის სწორი და მჯერა, რომ ამ მიდგომამდე ჩვენ მივალთ. შესაძლოა, ახლა არ აღმოჩნდა მზად კოალიცია, უმრავლესობა, მთავრობა. ეს მჯერა, რადგან აქეთ მიდის მთელი ცივილიზებული მსოფლიო, აქეთ მიდის მთელი ევროპა და ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვიწევს აქეთ წასვლა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძის პროექტი, რომელიც პარლამენტში გუშინდელი კენჭისყრისას ჩავარდა, მოსმენების ერთგასაღებიან სისტემას გულისხმობს და იგი კომუნიკაციების კომისიის ხელში უნდა იყოს.