უკანონო მოსმენები იყო და ეჭვი მაქვს, რომ ახლაც არსებობს

უკანონო მოსმენები იყო და ეჭვი მაქვს, რომ ახლაც არსებობს

უკანონო მოსმენები იყო და ეჭვი მაქვს, რომ ახლაც არსებობს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა, სადაც მეორე მოსმენით, მუხლობრივად ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პაკეტი იხილება.

საგანელიძის თქმით, წარდგენილი პაკეტი უკანონო მოსმენების საკითხს არ ეხება.

"მინდა ხაზგასმით ვთქვა, კანონი უკანონობას ვერც იქით განსაზღვრას და ვერც - აქეთ. საუბარია იმაზე, როგორ განხორციელდეს კანონიერი მოსმენა, როგორი იყოს უწყებების კანონიერი საქმიანობა. ჩვენ ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ, როგორი უნდა იყოს ფარული მოსმენების კანონიერი პროცესი. როცა ვსაუბრობთ უკანონო მოსმენებზე, ნუ შეგვყავთ მოსახლეობა შეცდომაში. უკანონო მოსმენის საკითხს არც ერთი ეს კანონი არ ეხება და არ ითვალისწინებს. სამწუხაროდ, უკანონო მოსმენები იყო, შეიძლება ახლაც არის და ეჭვი მაქვს, რომ არსებობს. უკანონობა ყველა ქვეყანაში არსებობს და მას უნდა ვებრძოლოთ", - განაცხადა დავით საგანელიძემ.