გარწმუნებთ, რომ შსს-დან მოსმენები ოდესმე მაინც გავა

გარწმუნებთ, რომ შსს-დან მოსმენები ოდესმე მაინც გავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტა პაკეტის განხილვაში მონაწილეობაზე პლენარულ სხდომაზე უარი განაცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში მის მიერ განსხვავებული აზრები საკმოდ ბევრჯერ გამოითქვა, ამიტომ ის კანონპროექტის ავტორებს უსურვებს საკითხის მშვიდობიან პროცესში განხილვას.

,,მე, მივხვდი ბიუროზე, რომ განსაკუთრებული ინტერესები არ არის განსხვავებული აზრების მიმართ. ეს რამდენიმე დღეა ჩანს. განსხვავებული აზრების გამოხატვის რეჟიმში ვიყავი, ამიტომ ბესელიას არ შევუქმნი დისკომფორტს და წარმატებები ვუსურვე მათ ამ კანონის მშვიდად განხილვაში. იმდენად განსხვავებულია ჩვენი პოზიციები, რომ ამ კანონის გაკეთილშობილებისთვის ცვლილებებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, თან იმ ფონზე, როდესაც მე პირადად მოწადინებული ვიყავი, რომ ამ ცვლილებებზე გვესაუბრა. კანონპროექტის ავტორმა კი ბიუროს სხდომაზე გვითხრა, რომ ეს მას არ აინტერესებს. გარწმუნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსმენები მაინც გავა ოდესმე, რადგან საქართველოში ის რაც ხდებოდა, აღარ განმეორდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან