თინა ხიდაშელი და

თინა ხიდაშელი და "თავისუფალი დემეოკრატები" კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ

"თავისუფალი დემეოკრატები", ხოლო "რესპუბლიკელებიდან" თინა ხიდაშელი, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამის შესახებ დეპუტატებმა ირაკლი ჩიქოვანმა და თინა ხიდაშელმა განაცხადეს.

მათივე თქმით, ისინი ნაჩქარევად მიღებული კანონის განხილვაზე უარს ამბობენ.

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კოლეგების კომპეტენციაში ეჭვი არ შეაქვს, თუმცა ამ კანონის მიღება არასწორად მიაჩნია.