აფხაზეთთან ხელშეკრულებაზე ხელოვნურად აგორებული კამპანია ნორმალიზაციის პროცესს ხელს არ უწყობს

აფხაზეთთან ხელშეკრულებაზე ხელოვნურად აგორებული კამპანია ნორმალიზაციის პროცესს ხელს არ უწყობს

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ირგვლივ ხელოვნურად აგორებული კამპანია ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ატმოსფეროს ჩრდილს მიაყენებს, - ამის შესახებ ეუთო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი კელინმა ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

რუსეთის წარმომადგენელი ყველა პასუხისმგებელ საერთაშორისო მოთამაშეს მოუწოდებს, ამაზე დაფიქრდნენ.

"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის შეხვედრების გაგრძელებას. ეს კამპანია საქართველო - რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს ხელს არ უწყობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად გადავდგით ნაბიჯები, რათა ურთიერთობა დალაგებულიყო იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელი იყო იმ ვითარებაში, როდესაც ქართული მხარე ძველებურად უარს აცხადებს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაში.

შეგახსნებთ, რომ ჩვენ თავიდანვე პატიოსნად გავაფრთხილეთ ყველა, არ გაჩენილიყო ილუზიები იმის შესახებ, რომ ამ ყველაფერს შეეძლო როგორღაც დაესუსტებინა რუსეთის თანამშრომლობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან", -განაცხადა კელინმა.

მისივე თქმით, რუსულ-ქართული ურთიერთობების გაჯანსაღების პრაგმატული მუშაობა მიმდინარეობს, რომელმაც დადებითი შედეგი მოიტანა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში.