მე, ალასანიას ადგილზე იმავე დღეს წავიდოდი თანამდებობიდან და არ დაველოდებოდი როდის გამაგდებდნენ

მე, ალასანიას ადგილზე იმავე დღეს წავიდოდი თანამდებობიდან და არ დაველოდებოდი როდის გამაგდებდნენ

მე, პირადად ირაკლი ალასანიას ადგილზე იმავე დღეს წავიდოდი თანამდებობიდან და არ დაველოდებოდი როდის გამაგდებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, რითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობას ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილი მართავს.

სოზარ სუბარის მტკიცებით, ივანიშვილი მთავრობის მუშაობაში არ ერევა.

'"ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მუშაობაში არ ერევა და ეს ძალიან კარგად იცის ირაკლი ალასანიამაც. მის მიმართ, მაშინაც, როცა პრემიერ-მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის სხდომაზე ისმებოდა მწვავე კითხვები, რომელზეც პასუხები არ იყო. ჩემს მიმართ რომ ასეთი კითხვები დასმულიყო და მათზე პასუხები არ მქონოდა, მე პირადად მის ადგილზე, იმავე დღეს წავიდოდი მთავრობიდან და არ დაველოდებოდი როდის გამაგდებდნენ და როდის მომხსნიდნენ. უბრალოდ არ არის სწორი, როცა მას შემდეგ გახსენდება რაღაც, რაც გაგიშვებენ', - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეკითხვები ისმებოდა ალასანიას მიმართ და აღნიშნა, რომ ეს თავად მან გაიხსენოს.

'"მწვავე კითხვები იყო. თვითონ გაიხსენოს, რა კითხვები ისმებოდა. ეს ეხებოდა იგივე კვების ტენდერებს, თუმცა იყო უამრავი სხვა თემაც", - აღნიშნა მინისტრმა.