აფხაზეთთან

აფხაზეთთან "მოკავშირეობის შეთანხმების" შესახებ საქართველოსა და სხვათა შეშფოთებას ვერ მივიღებთ

ეუთო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელი, ანდრეი კელინი ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის , დავით დონდუას და სხდომის მონაწილეების მოსაზრებებს გამოეხმაურა, რომლებიც რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ეხებოდა.

როგორც რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, ვერ მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და დარბაზში მყოფების შეშფოთებას "მოკავშიროებისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შეთანხმების გამო, რადგან მიიჩნევს, რომ ეს შეშფოთება უსაფუძვლოა.

"6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმის სამხედრო ავანტიურამ 2008 წელს მიგვიყვანა პოლიტიკურ ცვლილებამდე, რომლის შედეგად მოხდა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩამოყალიბება, შემდეგ კი რუსეთის მიერ მათი აღიარება. ყველანი დიდი ხნის წინ უნდა შეგუებოდნენ იმას, რომ ჩვენი ქვეყნები ავითარებენ მრავალმხრივ სახელწმიფოებრივ ურთიერთობებს", - განაცხადა რუსეთის წარმოამდგენელმა.

როგორც კელინმა აღნიშნა, განმარტებები მათ ჯერ კიდევ ოქტომბერში, აღნიშნული დოკუმეტის ხელმოწერამდე გააკეღეს, როგორც მუდმივმოქმედი საბჭოს სხოდმაზე, ასევე რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთდა განცხადება და ამს აკითხზე ისაუბრეს პრაღაში, კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე.

"სამწუხაროდ ეს განმარტებები არ იქნა მოსმენილი. რაც შეეხება თავად დოკუმენტის ტექსტს, ის არავის წაუკითხავს", - განაცხადა კელინმა.