„პუტინის ბანდა“ - კრემლი საკუთარ ოლიგარქებს დაერია

„პუტინის ბანდა“ - კრემლი საკუთარ ოლიგარქებს დაერია

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს დეოფშორიზაციის შესახებ, რომლის შესახებაც ოფშორში შექმნილი რუსული კომპანიები ჩრდილიდან უნდა გამოვიდნენ და პატიოსან გადამხდელებად უნდა იქცნენ. გადაწყვეტილების არსი კი შემდეგშია-„პუტინის კანონიერ ქურდებში გაჩნდა ახალი გაგება“-კონტროლირებადი უცხოური კომპანია: ეს ისეთი კომპანიაა, რომლის 25%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეს ან რუსულ იურიდიულ პირს ეკუთვნის. თუ პირობები დაცულია, აღნიშნული ფირმა ვალდებულია გადასახადი რუსეთის ბიუჯეტში გადაიხადოს, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა მდებარეობდეს ის. ამასთან, ვალდებულება გაიყოს შემოსავალი რუსეთის ბიუჯეტთან იმ შემთხვევაში დგება, თუ მისი შემოსავალი 10 მილიონ რუბლს აღემატება