„ზამთარში შევდივართ კატასტროფით...მაგრამ მოვა შემდეგ გაზაფხული და ...“

„ზამთარში შევდივართ კატასტროფით...მაგრამ მოვა შემდეგ გაზაფხული და ...“

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე „ფეისბუქზე“ მორიგ განცხადებას აქვეყნებს.

„ზამთარში შევდივართ კატასტროფით: - ამ ფრონტზე ანექსიის თვალსაზრისით. - სრულიად ბუნდოვანი პოზიციით შემდგომში, ამ საერთაშორისო ფრონტზე. - აგვისტოს ომის გამოძიებით, რომლითაც ქართველ ხალხს უნდა დავაბრალოთ რუსეთის ნაცვლად ომის დაწყება. - შევდივართ აფეთქებულ-დაზიანებული, ნაპრალგაჩენილი მეცხრე ბლოკით, რომელიც როგორც სახება უბედურების, აღდგა ისევ და ეს ნაპრალი ამ უნიათოთა ხელში მხოლოდ გაიზრდება, ამაში მგონი ეჭვი არავის არ ეპარება. - შევდივართ ლარით, რომელიც გაქცა. - შევდივართ იმით, რომ პირდაპირ ღიად ამბობს მთავრობა, რომ უნდა უსმინოს თავსი მოქალაქეებს. - შევდივართ სიტუაციით, როდესაც ამ ლარის გაქცევის ფონზე, პენსიონერებმა 14 ლარით ნაკლები მიიღეს პირიქით და ათი ლარი მათ ამასაც კი ვერ ამოუვსებთ. - შევდივართ არშექმნილი და დაკარგული სამუშაო ადგილებით ანუ ყველა მიმართულებით, საითაც არ უნდა გავიხედოთ, არის სრული კატასტროფა და ამ კატასტროფის ფონზე, ჩვენი ხელისუფლება არაფერსაც არ აკეთებს - ივანიშვილი ეთამაშება ზვიგენს, პრემიერი ლონდონიდან იძახის სისულელეებს, დანარჩენები - აქედან. ამიტომ, ეს ზამთარი მოვა, მაგრამ მოვა შემდეგ გაზაფხული და ამ გაზაფხულზე არავის არაფერი აღარ უნდა გაუკვირდეს მერე“,-წერს თარგამაძე.